გრიპის ვირუსი

გამყრელიძე; გრიპის ვირუსი მალე გამოჩნდება, 2 კვირის განმავლობაში მხოლოდ 14 000 ადამიანი აიცრა

ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის მალე გამოჩნდება და თანდათან გვექნება ზედდება გრიპის ვირუსისა და კორონავირუსის.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს მოსახლეობა დაცული იყოს გრიპის გამწვავებებისგან. მოგეხსენებათ, განსხვავებით კორონავირუსული ინფექციისგან, არსებობს ეფექტური ვაქცინა გრიპის საწინააღმდეგოდ, რომელიც უფრო მძლავრი დაცვის საშუალებაა იმ პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ კორონავირუსული ინფექციის დროს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დროულ ვაქცინაციას გრიპის საწინააღმდეგოდ. წელს საქართველომ შეიძინა 2.5-ჯერ მეტი ვაქცინა, ვიდრე შარშან. უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც მაღალ რისკ ჯგუფებს უკეთდებათ ვაქცინა, თუმცა, სამწუხაროდ, მიმართვიანობა არც ისე მაღალია.

პირველი 25 ათასი დოზა 2 კვირის წინ განაწილდა პოლიკლინიკებში და დღევანდელი რიცხვით აცრილია 14 ათასი ადამიანი, რაც ძალიან მცირეა.

გრიპის ვაქცინა, ძირითადად, განსაზღვრულია მაღალი რისკ ჯგუფებისთვის. ესენი გახლავთ ორსულები, ბაგა-ბაღების აღმზრდელები, მოხუცთა სახლში მყოფი ადამიანები და მათი მომვლელები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები და მათი მომვლელები, 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი. დიდი ჩამონათვალია, ვისაც სახელმწიფოს ხარჯზე უფასოდ ეკუთვნის ვაქცინაცია...

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები