საზოგადოებრივი მაუწყებელი

1tv: საზოგადოებრივი მაუწყებლის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა

პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

არხის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ. სავარაუდოდ კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.

კომენტარები