არცევნები 2020

მელია: ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს

მსგავსი აქტივობა არასოდეს არავის არ უნახავს. უკლებლივ ყველა უბანზე დილის რვის ნახევრიდან დგას ხალხი რიგში. ეს ნიშნავს იმას, რისი მოლოდინიც გვქონდა. არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს. ხშირად ვამბობდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემზადება შეთქმულებისთვის, ჩემი მოლოდინი ასეთი იყო, ეს შეთქმულება გამოიხატებოდა არჩევნების დღეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში. ამას თვალნათლივ ვხედავ და შეუძლებელია, დილის რვის ნახევრიდან ამხელა აქტივობა იყოს და ეს აქტივობა არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი. ჯერჯერობით შანსზე ვსაუბრობთ. 

ყველას ყელში ამოუვიდა ცინიზმი, დაცინვა მთელი 8 წლის განმავლობაში, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ყველაფერი ისე არის, როგორც ბიძნა ივანიშვილს უნდა, მაგრამ ხალხს არ უნდა, მაგრამ მერე რა? თქვენ მაინც ბედნიერები უნდა იყოთ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი არის ბედნიერი. პასუხი იქნება, ღირსეული, მშვიდი და უდრეკი ქართველი ერი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს. ოლიგარქს არ ექნება გაქანება, ხვალიდან ასპარეზი ექნება ქართველი ხალხის ნიჭიერებას და არაერთი ადამიანის სურვილებს.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი და გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია.

კომენტარები