კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  

დღეს, 30 ოქტომბერს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 19 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 17 168 აქტიური შემთხვევაა, 29 ოქტომბერს ეს რიცხვი 18 390 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები