ახალი კორონავირუსი საქართველოში

521 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 120 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

armenpress.am

კორონავირუსის 18 776 აქტიური შემთხვევიდან 521 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 267 თბილისში მკურნალობს, 73 – აჭარაში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ თქვა. 

მისივე ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 120 პაციენტი იმყოფება, 67 – თბილისში, 23 – აჭარაში. 

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 15 ადამიანი. სულ, ქვეყანაში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები