კორონავირუსი აჭარაში

8 გარდაცვლილი პაციენტი, 545 ახალი შემთხვევა, 262 გამოჯანმრთელებული — COVID-19 აჭარაში

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 545 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 262 ადამიანი.  

გარდაცვლილი პაციენტებიდან 3 რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ერთი - ინფექციურ საავადმყოფოში, ერთი - კლინიკა მედცენტრში, ერთი - ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ორი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. მათგან 6 კაცია, 2 კი ქალი.

  • 79 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. 
  • 82 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. მას თანმხლები დაავადება, ფილტვის სიმსივნე ჰქონდა.
  • 78 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 14 ოქტომბერს შევიდა. დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, შოკი. მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. 
  • 65 წლის კაცი ინფექციურ საავადმყოფოში 26 ოქტომბერს შეიყვანეს. ის იმავე დღეს გარდაიცვალა. დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის გაჩერება, მას გულის კორონალური სტენდირება ჰქონდა გაკეთებული. 
  • 76 წლის კაცი კლინიკა მედცენტრში 19 ოქტომბერს შეიყვანეს. დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას დაუზუსტებელი თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა ჰქონდა. ასევე, პაციენტს გადატანილი ჰქონდა ინფარქტი და იმყოფებოდა აორტოკორონალური შუნტირების შემდგომ პერიოდში. 
  • 71 წლის კაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა. მას თანმხლები დაავადება, მოციმციმე არითმია ჰქონდა. გაკეთებული ჰქონდა გულის კორონალური სტენდირება. 
  • 65 წლის კაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 25 ოქტომბერს შეიყვანეს. ის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოციმციმე არითმიის მუდმივი ფორმა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი, ინსულტისშემდგომი მდგომარეობა. 
  • 73 წლის ქალი ბათუმის საერთაშორიო ჰოსპიტალში 17 ოქტომბერს შეიყვანეს, ის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, შოკი. მას თავის ტვინის ინფარქტი და ესენციური ჰიპერტენზია ჰქონდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 23 ადამიანი.  

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები