ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გარდაიცვალა 1 პაციენტი

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 და გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი – ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 285 ადამიანს ჩაუტარდა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 839 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1 464 ადამიანი, 36 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, 26 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 14 და გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი.

სულ COVID-19-ით ინფიცირების 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა. სულ ინფიცირების 18 718 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები