კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 1 872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში გამოვლინდა, 337 – იმერეთში, 296 – აჭარაში

armradio.am

კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში გამოვლინდა, 296 –  აჭარაში, იმერეთში – 337, ქვემო ქართლში – 89, შიდა ქართლში – 54, გურიაში – 32, სამეგრელო ზემო სვანეთში – 90, კახეთში – 13, მცხეთა მთიანეთში – 30, სამცხე ჯავახეთში – 11, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7. 

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ თქვა. 

მისივე ცნობით, დღეს, 26 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 8 თბილისში მკურნალობდა, 4 – იმერეთში, 2 – აჭარაში. 

კორონავირუსის 18 692 აქტიური შემთხვევიდან 401 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 159 თბილისში მკურნალობს, 80 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 117 პაციენტი იმყოფება, 71 – თბილისში, 23 – აჭარაში. 

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 14 და გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი. 

ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა. სულ ინფიცირების 18 718 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები