აშშ - ბელარუსი

პომპეომ ლუკაშენკოს პოლიტტექნოლოგის, ვიტალი შკლიაროვის, გათავისუფლება მოსთხოვა

მაიკ პომპეო
Dunia-rmol

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მაიკ პომპეო ალექსანდრ ლუკაშენკოს ესაუბრა. სატელეფონო საუბარში პომპეომ ლუკაშენკოს სამოქალაქო სექტორთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა და მოსთხოვა, გაეთავისუფლებინა პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი.

ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაადასტურა.

" [სახემწიფო დეპარტამენტის] მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა ბელარუსი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა და მოითხოვა უსამართლოდ დაკავებული აშშ-ს მოქალაქის, ვიტალი შკლიაროვის, დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ბელარუსიდან გამგზავრება." - თქვა პრესსპიკერმა

ვიტალი შკლაიაროვი ბელარუსში 29 ივლისს დააპატიმრეს. სამართალდამცველების თანახმად ის დაპატიმრებული ბელარუსი ოპოზიციონერის სერგეი ტიხანოვსკისთან თანამშრომლობდა. შკლიაროვი ბრალს უარყოფს. 19 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კლიაროვი საპატიმროდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. 

ვიტალი შკლიაროვი აშშ-ში ცხოვრობს. ის ბელარუსის ქალაქ გომელში დაიბადა. ვიტალი შკლიაროვი ბევრი ცნობილი პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. 2012 წელს, როდესაც ბარაკ ობამა მეორედ იყრიდა კენჭს, ის მოხალისედ იყო ჩართული ობამას საპრეზიდენტო კამპანიაში, ხოლო 2016 წელს შკლიაროვი ოფიციალურად მუშაობდა საპრეზიდენტო კანდიდატის ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიაზე.

რუსეთში მუნიციპალური არჩევნების დროს შკლიაროვი ხელმძღვანელობდა დმიტრი გუდკოვსკის საარჩევნო კამპანიას, ხოლო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის მუშაობდა ქსენია სობჩაკთან.

2018 წელს ვიტალი შკლიაროვი საქართველოში ჩამოვიდა და მონაწილეობას იღებდა გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიის დაგეგმვაში. ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიაში ის პირველივე ტურიდან იყო ჩართული.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის და არჩევნების შედეგების გაყალბების გამო აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და მაღალი რანგის შვიდ სხვა პირს სანქციები დაუწესა.

კომენტარები