სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე ინდივიდუალური აღჭურვილობით მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი და ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებითი მობილიზებული ძალები თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან მიემართებიან.

მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება.

კომენტარები