პატრიოტთა ალიანსი

თარხან-მოურავი "ოცნებასთან" კოალიციაზე: შეიძლება, თუ ივანიშვილი შეცვლის ამ გუნდს

არავითარი კოალიცია მდინარაძესთან და კობახიძესთან არ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ვიმარჯვებთ - გაიგეთ ეს. კოალიცია შეუძლებელია სააკაშვილთან, კობახიძესთან, ბოკერიასთან, მდინარაძესთან - ერთი და იგივე ხალხია. 

[შევალთ კოალიციაში] თუ ივანიშვილი შეცვლის ამ გუნდს. ამ გუნდთან კოალიცია შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი დატოვებს მას და დაბრუნდება ძველი მებრძოლი ხალხი. 

[...] პირობას არაფრისას არ ვდებ, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს ასეა...

ამბობს პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი ფორმულას ეთერში. თარხან-მოურავს ჰკითხეს, არის თუ არა პატრიოტთა ალიანსისთვის წითელი ხაზი "ოცნებასთან" კოალიცია. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 1-ელ სექტემბერს თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსთან კოალიციას გამორიცხავენ, "თეორიულადაც კი."

კომენტარები