ყაჩაღობა ზუგდიდში

ნათელაშვილი: ქართული სახელმწიფო მმართველი ოლიგარქის წყალობით ჩამოშლილია

ქართული სახელმწიფო მმართველი ოლიგარქის წყალობით ჩამოშლილია და არავის უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია, არც ქალაქის ცენტრში და არც სამთავრობო ოფისებში. დაუსჯელობის სინდრომი ავიდა პიკზე და დაუსჯელობის სინდრომი იმიტომ ავიდა პიკზე, მეგობრებო, რომ კანონიერი ქურდები, კრიმინალები, შავები, ოლიგარქები, აღმასრულებელი ხელისუფლება, სპეცსამსახურები გადაჯაჭვულები არიან ერთ პარტიად...

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება ზუგდიდში 21-22 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც საქართველოს ბანკში ყაჩაღი შეიჭრა და ადამიანები მძევლად აიყვანა. მოგვიანებით, ყაჩაღმა ბანკის შენობა სამ მძევალთან და ფულთან ერთად პოლიციის პიკაპით დატოვა, სოფელ კირცხში კი მძევლები გაათავისუფლა და თვითონ მიიმალა.

კომენტარები