დმანისი

კობახიძე: დმანისში, ჩვენი პარტიის ოფისთან გაისროლეს, არიან დაჭრილები

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დმანისში, პარტიის ოფისთან გაისროლეს, შემთხვევის შედეგად კი არიან დაჭრილები. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"დმანისში დღეს საკმაოდ მძიმე ინციდენტი იყო, ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ რეაქცია, რაც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი აქტივის წარმომადგენლების მხრიდან უმძიმესი იყო. მე რამდენადაც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები.

ასეთ შემთხვევაში უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო სამართალდამცველების მხრიდან [...] ამას, არც ახსნსა აქვს და არც გამართლება და არ შეიძლება, რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა იყოს უმკაცრესი". – ამბობს კობახიძე.

ტაბულას მომხდარი ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით, 117-ე [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს არავინ დაუკავებია. დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.

მასალა ახლდება

კომენტარები