თბილისის ქუჩები, რომლებსაც 22 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 22 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. 

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუთაისის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, გურიელის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის, გაზაფხულის, დელისის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის და გოლოვნის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.

კომენტარები