საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

TI წერეთელზე: მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება

ტვ პირველი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო(TI) ბიზნესმენისა და ტელეკომპანია პირველის მფლობელის, ავთანდილ წერეთლის მიმართ მუქარას ეხმაურება. 

"სოციალურ მედიაში და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით და თავად ავთანდილ წერეთლის განცხადებით, მას სპორტული აღნაგობის ორი პირი დახვდა ღია საჯარო სივრცეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მისი შვილის კუთვნილი ტელეარხი სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე, უზრუნველყონ საქმის დროული და ეფექტური გამოძიება და საზოგადოებისათვის შედეგების გაცნობა". – წერია განცხადებაში. 

ტელეკომპანია პირველის დირექტორმა, ვატო წერეთელმა, საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ მამამისს, ავთანდილ წერეთელს, ორი ადამიანი დახვდა და მოკვლით დაემუქრა.

"მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო". –დაწერა ვატო წერეთელმა.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ამბავს მოიკითხავენ.

კომენტარები