ზუგდიდი

მძევალი: თავდამსხმელი $500 000-სა და ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვს

მთავარი არხი

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი ამბობს, რომ თავდამსხმელი $500 00-ს ითხოვს. ასევე, მისი მოთხოვნაა, ტერიტორია ვერტმფრენით დატოვოს ან მძევლებთან ერთად მანქანით. 

"ადგილზე ითხოვს ნაღდი სახით მოტანას. ითხოვს ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას". – ამბობს მძევალი მთავართან ინტერვიუში. 

მისივე თქმით, თავდამსხმელს 19 მძევალი ჰყავს აყვანილი.  

"შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული - ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს, გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. გამტაცებელი ჩემს გვერდით არის". – თქვა მან. 

ზუგდიდში, შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

ბანკში შეჭრილი ყაჩაღის მიერ აყვანილი მძევლების ნაწილი თავისუფალია. ისინი ბანკიდან ამწის საშუალებით გამოიყვანეს. 

მომხადრზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები