კორონავირუსი საქართველოში

უგულავა სწავლის აუდიტორიაში დაწყებაზე: უმკაცრესად დაისჯება ოცნება ამ კორონათაღლითობისთვის

ტაბულა

"ეს ნიშნავს რეგიონებიდან სტუდენტების თავმოყრას მხოლოდ ერთი მიზნით, 31-ში უკან არ დაბრუნდნენ, რომ ოცნებას პანჩური არ ხიონ არჩევნებზე". – ასე აფასებს ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გაგრძელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას. 

" ექვთიმე&ოცნება! თქვენი თაღლითი დედა ვატირე. უკვე ერთი კვირაა რექტორები, ექიმები, პარტიები, არასამთავროები გეუბნებით, რომ 19 ოქტომბერს უმაღლესში ტრადიციული წესით სწავლების დაწყება სარისკოა, რადგან მაქსიმუმ ერთ კვირაში შეწყვეტა მოგვიწევდა.

18 ოქტომბერს საღამოს რომ აცხადებ, ეს ნიშნავს, რეგიონებიდან სტუდენტების თავმოყრას, მხოლოდ ერთი მიზნით, 31-ში უკან არ დაბრუნდნენ, რომ ოცნებას პანჩური არ ხიონ არჩევნებზე. ამისთვის გაწირეთ სტუდენტები, რადგან თუ სადმეა ეპიცენტრი, ეს თბილისშია. უმკაცრესად დაისჯება ოცნება ამ კორონათაღლითობისთვის". – ამბობს უგულავა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 19 ოქტომბერს განახლდება. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მათ ექნებათ რეკომენდაცია, იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციური სწავლება, ეს განახორციელონ. მაგრამ, იქ, სადაც შესაძლებელი არ არის, პრემიერის თქმით, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩაატარონ აუდიტორიებში. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 17 477  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 136 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები