პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ეს დღე დაიმახსოვრეთ, ილორის ღვთისმშობლის ხატი კვლავ შებრძანდება აფხაზეთში

აფხაზეთის სამღვდელოებამ ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო საჭირო ხატთან მიახლოება და ხატის დაბრუნება. მკაფიო პოზიციები დააფიქსირეს, მაგრამ ილორის ხატი სამი თვე იყო დაბრძანებული ილორის ტაძარში. სამი თვის მანძილზე ამ ხატმა მადლი დატოვა კიდეც იმ ტაძარში და წამოიღო კიდეც. მე თქვენ ახლა გეუბნებით და ეს დღე დაიმახსოვრეთ, ილორის ღვთისმშობლის ხატი ისევ შებრძანდება აფხაზეთში.

ამის შესახებ ირმა ინაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ილაპარაკა. ილორის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პუტინისტურმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაიტანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიამ 5 სექტემბერს უკან დააბრუნა.

კომენტარები