მიწისძვრა

საქართველოში 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო თბილისიდან 23 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ თეთრიწყაროს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელი ახალშენში.

კომენტარები