მათი მთავარი ნარატივი გრძელდება, თითქოს ეს არის რუსული დაკვეთა და ა.შ. როგორ არის? ეს არის პატრიოტული, ეროვნული საქმე, რომელიც ბატონი ბიძინას ჩართულობით, მისი უაშუალო დავალებით, ხელმძღვანელობით განხორციელდა.
ამ საქმეს ჩვენ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, მივიყვანთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, კოსტრუქციული დიალოგით, ცივილიზებულ ფორმებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ერთად.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ და მე მინდა, ეთერის საშუალებით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ბატონ დავით ხიდაშელს [...] ყველა იმ პატრიოტს, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში და ბატონ ნოდარ ხორბალაძეს, ბატონ თედო გორგოძეს, ჩვენს გმირ მამა კირიონს და, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის გარეშეც ეს საქმე არ დასრულდებოდა და არ განხორციელდებოდა.