დავითგარეჯას საქმე

ღარიბაშვილი რუკებზე ამბობს, რომ რუსეთში "სპეცოპერაცია ჩაატარეს" და ეს გმირობაა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავითგარეჯის საქმესა და რუკებზე საუბრისას ამბობს, რომ რუსეთში "სპეცოპერაცია ჩაატარეს" და, მისივე სიტყვებით, ეს გმირობის ტოლფასია. 

"3 აპრილს ჩვენ ჩამოგვივიდა რუკები. ორიგინალი, რუსეთის არქივიდან წამოღებული, გამოტანილი. დაარქვით სპეცოპერაცია, რაც გინდათ, ის დაარქვით. რეალურად, ოკუპანტი ქვეყნიდან გამოვიტანეთ ეს რუკა და არა მარტო ეს რუკა. მე არ მაქვს უფლება, რომ გავამჟღავნო სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია.  

მე ვფიქრობ, ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი სპეცოპერაციის დამგეგმავი, ინიციატორი და შემსრულებლები, როგორც მინიმუმ, მადლობას იმსახურებენ. ჩემთვის ბატონი დავითის ქმედება, რა თქმა უნდა, გმირობის ტოლფასია და მადლობა ეკუთვნის ამ ადამიანს იმ დიდი პატრიოტული საქმისთვის, რაც მან გააკეთა." - ამბობს ღარიბაშვილი იმედთან

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები