დავითგარეჯის საქმე

გახარია დავითგარეჯაზე: ოპოზიციამ თავის თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება ახლა

დავითგარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც ერთი თვის წინ. დავითგარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ და დავითგარეჯის ისტორიის გამწვავების ბოლო ტალღა დაიწყო ზუსტად ერთი, წელიწად-ნახევრის წინ და ზუსტად იმ ოპოზიციის, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში, ამიტომ, ეს კითხვა მათ თავის თავს უნდა დაუსვან, რატომ მაინცდამაინც ახლა...

უპასუხა ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს კითხვაზე, რომელიც დავითგარეჯის საქმეს და იმას შეეხებოდა, დაიწყება თუ არა გამოძიება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. გიორგი გახარიას არ განუმარტავს, კონკრეტულად რას გულისხმობს საკითხის "გამწვავებაში".

კომენტარები