არჩევნები2020

ბოკერია: ევროპული საქართველო გამორიცხავს ივანიშვილთან კოალიციას

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო ბიძინა ივანიშვილთან კოალიციას გამორიცხავს. ამით ის რევაზ არველაძის ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ თუ ქართულ ოცნებას ალიანსის შესაქმნელად ხმები დააკლდება, მაშინ ის მზადაა, მათთვის ნომერ პირველი პარტნიორი პატრიოტთა ალიანსი გახდეს. მისივე თქმით, თუ კიდევ არ ეყოფათ ხმები, მაშინ, შესაძლოა, ევროპულ საქართველოსთანაც ითანამშრომლონ. 

"ისინი რას გამორიცხავენ და რას არა, მაგაზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე რას გამოვრიცხავ, ეგ შემიძლია გითხრათ - ჩვენ, ევროპული საქართველო გამოვრიცხავთ ივანიშვილთან კოალიციას, იმიტომ რომ ეს კაცი, მისი პერსონიდან გამომდინარე, მისი ხედვა, მისი გარემოცვა არის საფრთხე საქართველოს მომავლისთვის.

დანარჩენ ოპოზიციასთან არათუ გამოვრიცხავ, დაკვეთაა ქართული საზოგადოების 70 პროცენტის, რომ კოალიცია შედგეს. და ეს კოალიცია შედგება, ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი, ევროპული საქართველო". – ამბობს ბოკერია. 

როგორც დღეს, 17 აგვისტოს, რევაზ არველაძემ თქვა ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არა მთლიანად პარტიის. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს, არველაძე ამბობს, რომ მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს. 

"მე როგორ დამისვეს იცით საკითხი, ვთქვათ, გავიდა ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაევროპული საქართველო და ლელო, ვისთან შეიძლება შექმნათ კოალიციაო? მე ვუთხარი პატრიოტთა ალიანსთან შეიძლება-მეთქი,  საკმარისი თუ არ აღმოჩნდა ეს ხმებიო? მაშინ მე ვუთხარი მე მიმაჩნია სწორად, ევროპულ საქართველოსთან, მაგრამ გამოვრიცხავ ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს-მეთქი". – თქვა არველაძემ. 

კომენტარები