ბორატი

ბორატი TWITTER-ზე დარეგისტრირდა

ABC

საშა ბარონ კოენის პერსონაჟი ბორატ საგდიევი სოციალურ ქსელ Twitter-ზე დარეგისტრირდა. 

“ყაზახეთის რესპუბლიკის მეოთხე ჟურნალისტი, ასაკი - 536 მთვარე, ასოს სიგრძე - 19.6 სანტიმეტრი, თხუთმეტჯერ დავამარცხე სიფილისი”. წერს პროფილის აღწერილობაში საგდიევი.

პოსტების უმეტესობა დონალდ ტრამპს ეძღვნება. ყაზახი ჟურნალისტი დადებითად აფასებს ამერიკის პრეზიდენტს მოღვაწეობას.

"ტრამპი ნამდვილი ლიდერია, მან 200 000 თანამოქალაქეს აჯობა"! – წერს ბორატი სოციალურ ქსელში.

“ტრამპი უფრო მალე დატოვებდა საავადმყოფოს, მაგრამ ზრდილობიანი კაცია და კოვიდის გრძნობების შეურაცხყოფა არ სურს”.

ბორატ საგდიევი საშა ბარონ კოენის მიერ შექმნილი 2006 წელს გამოსული ფსევდო დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირია. 2020 წლის 23 ოქტომბერს კომედიის გაგრძელება, ბორატი 2 გამოდის.

 

 

 

 

 

კომენტარები