კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: შეიძლება, ტრანსპორტში მგზავრების 50% დაიშვას, მაგრამ ამაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა

თბილისთან დაკავშირებით ამ საკითხზე [ტრანსპორტის შეზღუდვა] არ გვიმსჯელია, იქიდან გამომდინარე, რა იქნება პაციენტების რიცხვი, შესაბამისად ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება, პირველ რიგში ყველაზე მსუბუქი ღონისძიებებით მოვახდინოთ პრევენციული ჩარევა.

არსებობს ტრანსპორტის გადაადგილების, მონიტორინგის და შეზღუდვის სხვადასხვა მეთოდოლოგია. მაგალითად, მნიშვნელოვანია, ტრანსპორტში განთავსდეს არაუმეტეს 50%-სა მგზავრების, ვიდრე არის ტევადობა, შეიძლება განვიხილოთ ეს ვერსიაც. შეიძლება განვიხილოთ სხვა ვერსია, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა არ ყოფილა, შესაბამისად, არ მინდა გავუსწრო მოვლენებს და შევიყვანო მოსახლეობა მცდარ მოლოდინებში

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი ორის ეთერში, კითხვაზე, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ხომ არ იგეგმება თბილისში ტრანსპორტის შეზღუდვა.

კომენტარები