კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: 9 გარდაცვლილიდან 5 აჭარაში მკურნალობდა, კრიტიკულ მდგომარეობაში იყვნენ

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 9 პაციენტიდან 5 აჭარაში მკურნალობდა. 

"9 გახლავთ ახალი გარდაცვლილი. ესენი იყვნენ ყველანი კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე. მე ვიცი, რომ 5 არის აჭარიდან. სხვა მონაცემები, ჯერჯერობით, არ ვიცი". – ამბობს ენდელაძე. 

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში აღირიცხა, თბილისში - 168. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები