კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით

შემუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, რადგან მთელი მსოფლიო [რემდესივირის] რიგშია, გარდა ამისა, არის ათასი ბიუროკრატიული პროცედურა. აქ გამოინახა მექანიზმი და 10-14 დღეში მოგვაწვდიან. 25-30 ოქტომბრიდან კი, საქართველოს მოქალაქეების, მძიმე და კრიტიკულად ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას, ყველაფერ იმას, რაც აქამდე გვქონდა, დაემატება დღეისთვის N1 საშუალება რემდესივირი, ხოლო ცოტა უფრო შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაში მონაწილეობას საქართველო პირადად ენტონი ფაუჩის რეკომენდაციით იღებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით

კორონავირუსითან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე რეანიმატოლოგების და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები