Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 74% ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "ნამდვილად მიიღებს", 18% - "ალბათ მიიღებს".
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 4% არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, ასევე 4% კი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს.
კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.





