რუსთავი

რუსთავში მტკვარში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს 

რუსთავში მდინარე მტკვარში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მოზარდს მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები