კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება ამ ტემპით, ჯანდაცვის სისტემა დაწოლას გაუძლებს

გვახსოვდეს, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა, ეს თითოეული ჩვენგანის, ამ ქვეყნის მოქალაქის საქმეა, ჩვენ უნდა შევუშალიოთ ხელი ვირუსის გავრცელებას, რაც უფრო კარგად შევუშლით, უფრო ნაკლებად გვექნება მოლოდინი, რომ იტალიური სცენარი განმეორდეს ჩვენთან.

თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება ამ ტემპით, რაც ახლა გვაქვს, ჯანდაცვის სისტემა დაწოლას გაუძლებს, არსებული რესურსით ექიმები შეძლებენ, ყველა ადამიანისთვის, ვისაც დასჭირდება სასუნთქი აპარატი, მიზნობრივად გამოიყენონ. გადარჩენილთა რიცხვი გვექნება მაღალი, ლეტალობა გვექნება დაბალი, რისკენაც მიისწრაფვის ყველა.

ყველას გვახსოვდეს, ჩვენ გვერდით ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად უნდა დავძლიოთ ეს სირთულე, მხოლოდ სახელმწიფოს მზადყოფნით, მხოლოდ სამედიცინო სექტორის მზადყოფნით, ან თუნდაც იმით, რომ უამრავი რაოდენობის სასუნთქი აპარატი გვქონდეს, ეს პრობლემა არ მოგვარდება.

NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი.

კომენტარები