ბელარუსი

ბულგარეთი და სლოვაკეთი ბელარუსიდან ელჩებს კონსულტაციებისთვის გამოიწვევენ

ივან კორკოკი

პოლონეთის და ლიტვის სოლიდარობის ნიშნად, ბულგარეთი და სლოვაკეთი ბელარუსიდან თავიანთ ელჩებს კონსულტაციისთვის გაიწვევენ. 

ამის შესახებ ბულგარეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 8 ოქტომბერს ბრატისლავაში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. 

"ბელარუსი მაღალჩინოსნების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მიუღებელია. ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად ევროკავშირი ერთიანია." – აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორკოკმა

პოლონეთმა და ლიტვამ სამშაბათს თავიანთი ელჩები გაიწვიეს რეგიონალური დაძაბულობის განსამუხტად, მას შემდეგ, რაც ბელარუსმა მოითხოვა, მათ საელჩოებში თანამშრომლების რიცხვის შემცირება მათი "დესტრუქციული" ქმედებების გამო.

პოლონეთის და ლიტვის სოლიდარობის ნიშნად, ანალოგიურად მოიქცა ევროკავშირის ოთხი ქვეყანა, მათ შორის, გერმანია. 

2 ოქტომბერს ამოქმედდა 40 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები. სანქციები შეეხო მათ, ვისაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. სანქციები არ შეეხო ალექსანდრ ლუკაშენკოს. საპასუხოდ ბელარუსმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს დაუწესა სანქციები.

კომენტარები