დავითგარეჯის საქმე

ჩერგოლეიშვილი დავით გარეჯზე: ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვა რუსეთის ინტერესია

ახლა გადავავლე თვალი დავით გარეჯის თემას.

1. რელიგიური დატვირთვის ტერიტორიული საკითხია, რაც შეიძლება ენერგოპარტნიორ ქვეყანასთან დავად გარდაიქმნას და ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა წარსულს ჩაბარდეს, თუ უარესი არ მოხდა - ეს ცალსახადაა რუსეთის ინტერესებში.

2. მართლმადიდებელ ეკლესიას რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომში იყენებს - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც ისაუბრა, ახლახან. ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ მოღალატეობრივ ქმედებებზე საუბრობდა ეკლესიის ერთერთი ჩინოსანი.

3. ის, რომ რუსეთი ქართულ არჩევნებში ჩარევას შეეცდება დასავლეთში კარგად იციან და ამაზე ხმამაღლა საუბრობენ.

4. ივანიშვილი რას წარმოადგენს და პოლარიზაცია რაში აწყობს, დასავლეთმა იცის - ვაშინგტონმაც, ბერლინმაც, ბრუსელმაც.

მე მგონი, ყველაფერი ნათელია.

აუცილებლად მოყვება ამ საკითხს საერთაშორისო რეაქცია.

ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი დავით გარეჯის თემას ეხმაურება. დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად ედებათ, რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას ისეთი კარტოგრაფიული მასალის გამოყენება, რომელიც რ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები