კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ჩვენს ექიმებს საკმარისი კომპეტენცია აქვთ, რომ კოვიდი და გრიპი გაარჩიონ

იმისათვის, რომ ექიმმა ჩაატაროს დიფერენცირება დიაგნოზის, ამისთვის ექიმი გადის პირველ რიგში 5-6-წლიან საბაზისო სწავლებას, შემდეგ რეზიდენტურას. მათ გააჩნიათ საკმარისი კომპეტენცია იმისთვის, რომ მოახდინონ დიაგნოზების დიფერენციაცია. მე ალბათ ვურჩევ ჩვენს მოქალაქეებს, მეტი სანდოობით მოეპყრონ ჩვენს ექიმებს, მათ ნამდვილად აქვთ იმის რესურსი, რომ შეძლონ ჩვეულებრივი გრიპი და კოვიდი ერთმანეთისგან გაარჩიონ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კითხვაზე, სეზონური ვირუსების პერიოდში როგორ განსაზღვრავენ ექიმები, სიმპტომების მქონე პაციენტს კორონავირუსზე ჩაუტარონ ტესტირება თუ გრიპზე.

კომენტარები