გრიპის ვაქცინა

გახარია: დარწმუნებული ვარ, გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება

სამწუხაროდ, დღეს გლობალურად საკმაოდ სერიოზული დეფიციტი შეიქმნა გრიპის ვაქცინის, გასაგები მიზეზების გამო, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ მთავრობას შესაბამისი უწყებების საშუალებით, შარშანდელ მოცემულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს გრიპის ვაქცინის უკვე შესყიდული. ამ შესყიდული რაოდენობის მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად უკვე დაიწყება შემდგომი კვირიდან. ჩვენ დამატებითი მოცულობების შესყიდვაც უკვე განვახორციელეთ და ეტაპობრივად ვაგრძელებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება. ოღონდ, ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა და არანაირი პანიკის დაწყების აუცილებლობა არაა.

ამბობს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები