გრიპის ვაქცინა

გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთებას 1 დეკემბრამდე შეძლებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება 22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე უფასოდ შეეძლებათ. ვაქცინის გაკეთება 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.

"ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა". – წერია NCDC-ის განცხადებაში.

20 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაანონსა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გრიპის ვაქცინის გაკეთებას უსასყიდლოდ შეძლებს.

მისი თქმით, წელს სახელმწიფომ 200 ათასი დოზა ფრანგული, გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.

კომენტარები