უკრაინა

კიევში სავაჭრო ცენტრი ერთი კვირის განმავლობაში ლგბტ დროშის ფერებში განათდება [ვიდეო]

კიევში 5 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე 18:30-იდან 22:00-საათამდა ყოველ 5 წუთში სავაჭრო ცენტრ გულივერის შენობა ლგბტქ+ დროშის ფერებში განათდება. ასევე, შენობაზე გამოჩნდება KyivPride 2020 სლოგანი "განსხვავებულებად ყოფნა კარგია ერთად". ამის მიზანია ლგბტქ+ თემის მიმღებლობაზე ყურადღების გამახვილება.

ღონისძიება დაკავშირებულია საერთაშორისო ქამინგ აუთის დღესთან, რომელიც 11 ოქტომბერსაა. ქამინგ აუთის დღე საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის აღიარებას ეძღვენება.

"პრაიდის დროშა სიამაყის სიმბოლოა, სიმბოლოა ადამიანების ისეთებად მიღების, როგორებიც დაიბადნენ. იმედი გვაქვს, რომ ცისარტყელას დროშა კიდევ ერთხელ გაახსენებს კიევს და კიეველებს: სიყვარულს არ აქვს საზღვარი". – წერს ორგანიზაცია KyivPride Facebook-გვერდზე.

 

კომენტარები