ტრეილერი

მძაფრსიუჟეტიანი ჯაშუშური ფილმის 355-ის ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Universal-მა მომავალი მძაფრსიუჟეტიანი ჯაშუშური ფილმის, 355-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

ახალი ფილმის მთავარი გმირები სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ქალი აგენტები არიან. სურათში მთავარ როლებს ჯესიკა ჩესტეინი, დაიან კრიუგერი, პენელოპე კრუზი, ლუპიტა ნიონგო და ბინგბინგ ფანი ასრულებენ. 

355-ის პრემიერა 2021 წლის 15 იანვარს არის დაგეგმილი.

კომენტარები