ლანა დელ რეი

ლანა დელ რეი დეკორატიული პირბადის გამო გააკრიტიკეს

BBC

ამერიკელი მომღერალი დეკორატიული პირბადის ტარების გამო გააკრიტიკეს. 

რამდენიმე დღის წინ მომღერალი საკუთარი ლექსების წიგნის - Violet Bent Backwards Over the Grass-ის წარდგენაზე პირბადით გამოჩნდა, რომელსაც დამცავი ფუნქცია არ გააჩნდა და თავიდან ბოლომდე დეკორატიული იყო. დელ რეის აქსესუარს თაყვანისმცემლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

"ლანას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მსგავსი პირბადის ტარება დიდი უპასუხისმგებლობაა". – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფანი.

მომღერალი კრიტიკას არ გამოხმაურებია, თუმცა სოციალურ ქსელში მალევე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ლექსის კითხვის დროს სტანდარტული პირბადე ეკეთა.

კომენტარები