ლანა დელ რეი

ლანა დელ რეი რასიზმში დაადანაშაულეს

BBC

ახლო წარსულში ამერიკელმა მომღერალმა ლანა დელ რეიმ სოციალურ ქსელში დიდი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დღევანდელ მუსიკალურ ტენდენციებზე ისაუბრა და ასევე ძველ ბრალდებებს გამოეხმაურა, მუსიკოსი წარსულში არაერთხელ ანტი-ფემინისტური იმიჯის პოპულარიზაციაში დაადანაშაულეს.

პოსტში დელ რეიმ აღნიშნა, რომ არაერთი ქალი მომღერალი მათ შორის ნიკი მინაჟი, ბიონსე, ქარდი ბი სცენაზე ნახევრად შიშვლები გამოდიან და მიუხედავად ამისა მათ მიმართ ანტი-ფემინისტური ბრალდება არავის წაუყენებია.

მომღერლის პოსტი მსმენელების ნაწილმა რასისტულად მიიჩნია, იქიდან გამომდინარე რომ შემსრულებლების ჩამონათვალში მხოლოდ შავკანიანი მუსიკოსები იყვნენ ნახსენები.

ახალ ბრალდებას დელ რეი მალევე გამოეხმაურა:

"არასდროს, არასდროს, არასდროს მიწოდოთ რასისტი. ნუ ცდილობთ ის დაამახინჯოთ რისი თქმაც მსურდა, თუ რასისტი გგონივართ თქვენი პრობლემაა. საერთოდ სხვა თემაზე ვსაუბრობდი."

კომენტარები