გმირთა მოედანი

გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი პირი კი დაშავდა.  

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ერთს თავის ტვინის შერყევა და სხეულის ზედაპირული ტრავმები აქვს, მეორეს კი ნეკნის მოტეხილობა, იმავე მხარეს ფილტვის დაჟეჟილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ბოძს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები