6 ოქტომბერს ჩუღურეთის და გლდანის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 6 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.

კომენტარები