ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია სირიაში საელჩოს გახსნისთვის ჩავიდა

ალხას კვიცინია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალხას კვიცინიას მეთაურობით დელეგაცია სირიაში 4 ოქტომბერს ჩავიდა. დელეგაციის წევრია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავურ კოვეც.

დელეგაციის ვიზიტი დაკავშირებულია დამასკოში 6 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის საელჩოს გახსნასთან. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები სირიის მთავრობასთან.

ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ასადის რეჟიმის თქმით, ტერორისტული თავდასხმების დროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები სირიას მხარდაჭერას უცხადებდნენ.

საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და სირიული ავიახაზებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დახურა.

კომენტარები