ბორატი 2

TWITTER-ში ბორატის აკრძალვას ითხოვენ

WFAA-TV

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ბორატის მეორე ნაწილის ტრეილერი გამოვიდა, Twitter-ში ჰეშთეგი Cancel Borat(გაუქმდეს ბორატი) გაჩნდა. 

სოციალური ქსელის მომხმარებლების აზრით, კოენის ქსენოფობიური ფილმი ყაზახელებსა და ყაზახურ კულტურას შეურაცხყოფას აყენებს. 

ფილმის დამცველები კი იმავე ჰაშთეგის ქვეშ წერენ, რომ კოენის ყაზახეთი მთლიანობაში გამოგონილია, ბორატის დაცინვის ობიექტი კი უფრო მეტად ამერიკაა, ვიდრე ყაზახეთი.

კომენტარები