ბორატი 2

ლონდონში, ნიუ-იორკსა და ტორონტოში თორმეტმეტრიანმა გასაბერმა ბორატმა გემით გაისეირნა

Secret London

ლონდონში, ნიუ-იორკსა და ტორონტოშო გიგანტური გასაბერი თოჯინა ბორატი გამოჩნდა.

12-მეტრიანი ბორატი გემზე შიშველი წევს, სასქესო ორგანოს კი სამედიცინო პირბადე უფარავს. თოჯინა Amazon-ის მიერ დაწყებული პიარკამპანიის ნაწილია, რომელიც ბორატი 2-ის რეკლამას ემსახურება.

ახალი ნაწილი კორონავირუსის პანდემიის დროს არის გადაღებული. შემქმნელების თქმით, ზოგიერთ სცენაზე მუშაობისას კოენს ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ჩაცმა მოუხდა.

ბორატის პირველი ნაწილი 2006 წელს გამოვიდა და მალევე საკულტო კომედიის სტატუსი მიენიჭა. მთავარი გმირი, ბორატ საგდიევი ყაზახი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკაში ჩადის. გადაღებული კადრების დიდი ნაწილი დოკუმენტურია. 

კომენტარები