მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: იმდენი საპატიო დოქტორობა მაქვს, არ მახსოვდა ერევნის უნივერსიტეტშიც თუ მქონდა

მართალი გითხრათ, იმდენი საპატიო დოქტორობა მაქვს, ნამდვილად არ მახსოვდა, თუ ერევნის რომელიღაც უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობაც მქონდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ამით ჩინები მე ნამდვილად არ მომაკლდება.

სიმართლე არის ის, რომ საქართველო ცნობს მხოლოდ ერთ პრინციპს, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მთავარი არხის ეთერში. შეგახსენებთ, სომხეთის განათლების მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილისთვის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევა მოითხოვა. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სააკაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს.

კომენტარები