თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში დადასტურდა, 65 კი თბილისში.
"იმერეთში - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 28, გურიაში - 6, შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლში - 11, კახეთში - 1, მცხეთა მთიანეთში - 4". – თქვა ენდელაძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 43-ის მდგომარეობა მძიმეა, 41 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათგან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
4 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8118 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4244 გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.





