კორონავირუსი

დღეს საქართველოში მლნ მოსახლეზე Covid-19-ის მეტი შემთხვევა აღირიცხა, ვიდრე იტალიაში პიკისას

NIAID/National Institutes of Health via AP

3 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 471 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ერთ მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 118 ინფიცირებულია. 

აღსანიშნავია, რომ იტალიაში, რომელიც კორონავირუსმა გაზაფხულზე ყველაზე მეტად დააზარალა, ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი 21 მარტს გამოვლინდა - 6 554 პაციენტი, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე 108 ადამიანია.

ამ მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში მილიონ მოსახლეზე იმაზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა, ვიდრე იტალიაში პიკის დღეს.

კომენტარები