თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩერგოლეიშვილი: პასუხისმგებლობას არ ვიღებთ სააკაშვილის ლიდერობით მომავალზე, წარსულზე ვიღებთ

ვითარება არ არის ორპოლუსიანი, ეს დავინახეთ არაერთ არჩევნებზე და არ არსებობს არანაირი ორი პოლუსი. ორი პოლუსი რომ არსებობდეს, ამ შემთხვევაში ან ერთი პოლუსი გაიმარჯვებდა, ან მეორე. ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც არსებობს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უპირისპირდება ძალიან ჭრელი საპროტესტო ელექტორატი და ამ ჭრელი საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდირების უნარი არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს თუ პარტიას არ აქვს.

ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ველაპარაკებით და ვეუბნებით იმას, რაც არის სიმართლე, ხომ არ მოვატყუებთ, ხომ უნდა იცოდნენ? კოალიციური მთავრობების დრო მოდის. ხომ უნდა იცოდეს ჩვენმა ამომრჩეველმა, ვის ვუჭერთ მხარს, რას დავუშვებთ, რას არ დავუშვებთ?! ჩვენ არ დავუშვებთ ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან არანაირი ფორმით კოალიციას და ჩვენ ჩვენი ხელიდან არ დავუჭერთ მხარს მიშა სააკაშვილის პრემიერობას. ვინც ჩვენ გვაძლევს ხმას, იმან ეს უნდა იცოდეს. წინასწარ უნდა იცოდეს. ამ შემთხვევაში, შემიძლია, "ჩვენ" ვთქვა, იმიტომ, რომ გიგა ბოკერიას კამპანიას წარმოვადგენ, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მიშა სააკაშვილის პრემიერობას კონკრეტული მიზეზების გამო. ზუსტად იმ მიზეზების გამო, რატომაც გავიყავით. ჩვენ ვიღებთ მასთან ერთად პასუხისმგებლობას წარსულზე - წარმატებულ წარსულზე, თავისი წარუმატებლობებით, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მისი ლიდერობით პასუხისმგებლობის აღება მომავალზე.

თქვა ტაბულას დამფუძნებელმა და ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას კამპანიის მენეჯერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები