ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 20 მლნ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1929 შეადგინა.

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 18 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 77 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 440 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

კომენტარები