Gorillaz

GORILLAZ-მა და ელტონ ჯონმა დუეტი ჩაწერეს

ალტერნატიულმა როკბენდმა Gorillaz და ლეგენდარულმა მომღერალმა ელტონ ჯონმა გამოუშვეს ერთობლივი სიმღერა The Pink Phantom . 

"დეიმონი დამიკავშირდა და სიმღერის ჩაწერა შემომთავაზა. პანდემიის პირობებში დისტანციურად უკეთესს ვერაფერს იზამ. მისი შემოქმედება ძალიან მიყვარს, პატივსაცემი მუსიკოსია, მრავალფეროვანი ჟღერადობა აქვს, სამუშაო პროცესით ვისიამოვნე". – ამბობს სერ ელტონ ჯონი.

Gorillaz ვირტუალური ბენდია, რომელიც Blur-ის ფრონტმენმა დეიმონ ოლბარნმა და მხატვარმა ჯეიმი ჰიულეტმა 1998 წელს შექმნეს.

კომენტარები